AK

საუბრები მიკრობიოლოგიაზე

ევროპის აკადემიის თბილისის ჰაბი, საქართველოს ზოგადი და გამოყენებითი 

მიკრობიოლოგიის საზოგადოებასთან ერთად 

წარმოგიდგენთ პოპულარული ლექციების სერიას:

ადამ კოტორაშვილმა 1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიოლოგიის/ქიმიის სპეციალობით. 1997 წელს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იყო ბრესტის რეგიონალური უნივერსიტეტის სტუდენტი (Laboratoire d’ immunology, centre Hospitalier Regional et Universitaire, ბრესტი, საფრანგეთ). 2004 წელს მას მიენიჭა დოქტორის ხარისხი ბიოქიმიურ ნეიროფარმაკოლოგიაში. ამავე დროს მუშაობდა ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, როგორც მკვლევარი, დასწავლისა და მეხსიერების ფორმირებისა და ფუნქციონირების პროცესებზე.

2004 წელს ადამ კოტორაშვილი სამუშაოდ გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში - პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჰერშის სამედიცინო ცენტრი, “post-doc” მკვლევარის პოზიციაზე (ჰერში, პენსილვანია).  2006 - 2009 წლებში მუშაობდა პენსილვანიის უნივერსიტეტის მედიცინის დეპარტამენტში (ფილადელფია, პენსილვანია). სამუშაო ფოკუსირებული იყო ფილტვის ცილების პოსტტრანსლაციური მოდიფიკაციების მოლეკულური მექანიზმების შესწავლაზე.

2010 წლიდან ადამ კოტორაშვილი შეუერთდა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის აინშტაინის სამედიცინო კოლეჯს ასოცირებული მკვლევარის პოზიციაზე. აინშტაინის მედიცინის კოლეჯში მისი მთავარი კვლევის თემა იყო მიკრო-რნმ-ის როლი ძუძუს კიბოს განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე სიმსივნით დაავადებულ პაციენტებში.

2012 წელს იგი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის - ლუგარის გენომი ცენტრის ხელმძღვანელად დაინიშნა, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს.

 

 

ადამ კოტორაშვილი