Academia Europaea
Tbilisi Knowledge Hub
Academia Europaea-ს თბილისის ცენტრის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრა, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ჩატარდა ჰიბრიდული სახით. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებების წამყვანი მეცნიერები:
შეხვედრას ვირტუალურად ესწრებოდნენ:
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ბიზანტიის ხელოვნების ცნობილი სპეციალისტი, პროფესორი ენტონი ისტმონდი, ს. კურტოლდის სახელობის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტიდან (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი).
შეხვედრის მონაწილეთა შორის იყვნენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, Academia Europaea-ს თბილისის ცენტრის აკადემიური დირექტორი დავით ფრანგიშვილი.
გელათის აკადემია, დაარსდა 1106 წელს გელათის მონასტერთან (სოფ. გელათი, დასავლეთ საქართველო) დიდი ქართველი მეფის, დავით აღმაშენებლის ინიციატივითა და ხელშეწყობით. ეს იყო ფართო მაშტაბის ჩანაფიქრი, რომელმაც საქართველოში მოუყარა თავი იმ დროს ბიზანტიის იმპერიისა და ქრისტიანული აღმოსავლეთის სხვადასხვა კულტურულ კერებში მოღვაწე ინტელექტუალურ ძალებს. გელათის აკადემია გახდა თავისი დროის ქრისტიანული აღმოსავლეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საღვთისმეტყველო-სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრი, მასთან არის დაკავშირებული შემდგომი ორი საუკუნის მანძილზე საქართველოს რელიგიურ-კულტურული მიმართულება და პოლიტიკური ორიენტაცია. შესაბამისად, გელათი შეიძლება იქნას განხილული როგორც სიმბოლო ნაციონალური, თვითმყოფადი კულტურისა, რომელიც, ამავე დროს, დიდი იკუმენის ორგანული ნაწილია.
25 ოქტომბერი, 2021
გელათის აკადემია -
მეცნიერებისა და განათლების უძველესი კერა
ქრისტიანულ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის
პროექტი „გელათის აკადემია - მეცნიერებისა და განათლების უძველესი კერა ქრისტიანულ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის” დაიწყო 2020 წლის გვიან შემოდგომაზე Academia Europaea-ს თბილისის ცენტრის ინიციატივით. გასული პერიოდის განმავლობაში გაიმართა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, სადაც პროექტში მონაწილე მეცნიერების საინიციატივო ჯგუფი მსჯელობდა ამ მაშტაბური პროექტის სხვადასხვა ასპექტზე. ამჯერად ქ. ქუთაისში გამართული შეხვდრის მთავარი თემა იყო პროექტის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი - ორენოვანი, ქართული და ინგლისური ე. წ. “სამაგიდო წიგნი” გელათის და გელათის აკადემიის შესახებ. ამ წიგნის მიზანია თავი მოუყაროს გელათის და გელათის აკადემიის შესახებ დღევანდელ დღემდე სხვადასხვა მიმართულებით წარმოებულ სამეცნიერო კვლევებს და ამ მასალის შეჯამებისა და კომპლექსური ანალიზის საფუძველზე წარმოაჩინოს გელათის აკადემიის მნიშვნელობა შუა საუკუნეების აღმოსავლური ქრისტიანული სამყაროს კულტურულ ცხოვრებისა და ხელოვნებისა და მეცნიერების სხვადასხვა დარგის (ისტორია, ფილოსოფია, ფილოლოგია, არქიტექტურა, სახვითი ხელოვნება, მუსიკა) განვითარების ისტორიისათვის.
სამუშაო შეხვედრაზე შეკრებილმა მეცნიერებმა მოისმინეს ორი მოხსენება, სადაც წარმოდგენილი იყო მომავალი წიგნის ორი მონაკვეთის პირველი, სამუშაო ვერსია. გელათის სამგალობლო სკოლის შესახებ ისაუბრა მაგდა სუხიაშვილმა, ხოლო გელათელი მოღვაწეების თხზულებებისა და თარგმანების შემცველი ხელნაწერების კოდიკოლოგიურ და პალეოგრაფიულ თავისებურებებზე ისაუბრა თამარ ოთხმეზურმა. ამ მოხსენებათა განხილვა დაეხმარა მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფს უკეთ განესაზღვრა მომავალი წიგნის საერთო ხასიათი და მოთხოვნები ავტორებისადმი.
პროექტის საინციატივო ჯგუფმა იმსჯელა განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ და დაადგინა შემდეგი სამოქმედო გეგმა:
სამუშაო შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა დაათვალიერეს ქ. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ექსპოზიცია და მუზეუმის საცავებში დაცული უნიკალური ხელნაწერი წიგნები.
22-24 ოქტომბერს ქ. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის შენობაში ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონულმა ცენტრმა პროექტის „გელათის აკადემია - მეცნიერებისა და განათლების უძველესი კერა ქრისტიანულ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის” ფარგლებში - ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ამ უნივერსიტეტის ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევის ცენტრის თანამონაწილეობით - გამართა სამუშაო შეხვედრა. პროექტის მიზანია გააცნოს ფართო საერთაშორისო საზოგადოებას გელათის აკადემია როგორც ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრი.