Photo1

საუბრები მიკრობიოლოგიაზე

ევროპის აკადემიის თბილისის ჰაბი, საქართველოს ზოგადი და გამოყენებითი 

მიკრობიოლოგიის საზოგადოებასთან ერთად

 წარმოგიდგენთ პოპულარული ლექციების სერიას:

თამარ ცერცვაძე გახლავთ იმუნოლოგიის დოქტორი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმუნოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კათედრის მოწვეული ლექტორი. 2018 წელს ის გახდა ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის კონგრესის გამარჯვებული. 2019 წელს მან მოიპოვა ივანე ბერიტაშვილის სახელობის სტიპენდია სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებების მიმართულებით. 2021 წელს კი მოიპოვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სტიპენდია გამორჩეული სამეცნიერო მოღვაწეობისა და აკადემიური კომპეტენციების ფარგლებში დარგის განვითარების და მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის.  ამავე წელს მან გაიარა ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უწყვეტი განათლების კურსი ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის და გახდა ბიოუსაფრთხოების ტრენერი.

თამარ ცერცვაძე არის გამდინარე ციტომეტრიის სპეციალისტი. მას აქვს სხვადასხვა ფართო სპექტრის ციტომეტრებთან მუშობის გამოცდილება, როგორიცაა: BD, Cyan და FacsCalibur. რამდენიმე წლის განმავლობაში, თამარ ცერცვაძე თსუ-სთან არსებული დიაგნოსტიკური ცენტრის გამდინარე ციტომეტრიის უფროსი სპეციალისტი იყო და აწარმოებდა ბავშვთა ლეიკემიის დიაგნოსტიკას.

თამარ ცერცვაძე არის ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის გამოცდილი მკვლევარი.

 

თამარ ცერცვაძე