Academia Europaea
Tbilisi Knowledge Hub
დიმიტრი შველიძე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მარიამ ჩხარტიშვილი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ირაკლი ჩხაიძე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
აბსტრაქტი:
ილია ჭავჭავაძე - ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი და მწერალი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მეცხრამეტე საუკუნეში საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შექმნაში. ის სათავეში ჩაუდგა თერგდალეულთა თაობას, რომლებმაც ქართულ ინტელექტუალურ სივრცეში მოდერნული, ევროპული იდეები და ხედვები შემოიტანეს. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ევროპელობის და ზოგადად, საქართველოს ევროპული მომავლის ნარატივი ყველაზე მკაფიოდ სწორედ ილია ჭავჭავაძის ნააზრევში გამოჩნდა.
როგორც ფართო საზოგადოებრივ დონეზე, ასევე ინტელექტუალურ წრეებში, ბევრს საუბრობენ მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე, თუმცა, ილიას ფიგურის საყოველთაო აღიარება არ არის საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველი.
საზოგადოების იმ ნაწილს, რომელთათვისაც ილია საკულტო მოღვაწეა, სრულიად განსხვავებული ხედვა აქვს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ერის მშენებლობის ფორმები, საზოგადოების განვითარების მოდელები და მიმართულებები, საგარეო-პოლიტიკური კურსი და სხვა.
აკაკი ჩიქობავა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
„ილია ჭავჭავაძე - წარსული და თანამედროვეობა“