მ. �ს�თი�ნი

საუბრები მიკრობიოლოგიაზე

ევროპის აკადემიის თბილისის ჰაბი, საქართველოს ზოგადი და გამოყენებითი 

მიკრობიოლოგიის საზოგადოებასთან ერთად წარმოგიდგენთ

 პოპულარული ლექციების სერიას:

მიხეილ ასათიანი გახლავთ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიკრობული ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 2009 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი ჰაიფის უნივერსიტეტში (ისრაელი). დოქტორანტურის ფარგლებში მუშაობდა ისრაელის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (Technion). მისი კვლევითი ინტერესის სფეროს წარმოადგენს საკვები/სამედიცინო სოკოების ფიზიოლოგია, ბიოქიმია და ბიოტექნოლოგია.

მიხეილ ასათიანი არის რეიტინგულ ჟურნალებში გამოქვეყნებული 35-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი/თანაავტორი. “Post-doc”-ისა და მიწვეული მეცნიერის პოზიციებზე მუშაობდა ჩინეთის, ტაივანის, ლატვიის, თურქეთისა  და ისრაელის წამყვან ლაბორატორიებში. 2016 წელს შრესფ-ის მიერ დაჯილდოვდა, როგორც წლის საუკეთესო სამეცნიერო ჯგუფის ახალგაზრდა წევრი. გარდა ამისა, ის აქტიურად მონაწილეობს  სხვადასხვა სამეცნიერო და ტექნოლოგიურ პროგრამებში, ეროვნულ და საერთაშორისო პროექტებში და საერთაშორისო კონფერნეციებში.

მიხეილ ასათიანი არის სამეცნიერო ჟურნალების “SF Journal of Biotechnology and Biomedical Engineering” და “Frontiers in Fungal Biology” სარედაქციო კოლეგიის წევრი, “International Journal of Medicinal Mushrooms” თანარედაქტორი. ის არის „International Society for Medicinal Mushrooms (ISMM)“ აღმასრულებელი კომიტეტის წევრი.

 

 

მიხეილ ასათიანი