photo

საუბრები მიკრობიოლოგიაზე

ევროპის აკადემიის თბილისის ჰაბი, საქართველოს ზოგადი და გამოყენებითი 

მიკრობიოლოგიის საზოგადოებასთან ერთად

წარმოგიდგენთ პოპულარული ლექციების სერიას:

ნატა ბაკურაძე გახლავთ გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანაშრომელი, რომელიც წლების მანძილზე ჩართულია ბაქტერიოფაგების ბიოლოგიური და თერაპიული თვისებების შემსწავლელ საერთაშორისო და ადგილობრივ კვლევებში.

ნატა ბაკურაძე წარმოადგენს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის ლექტორს და ამავდროულად, არის ამერიკის მიკრობიოლოგთა საზოგადოების ახალგაზრდა ელჩი საქართველოში. ის გახლავთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმუნოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ფაკულტეტის დოქტორანტი.

მისი მიზანია მიკრობიოლოგიური მეცნიერებების პოპულარიზაცია და ამ დარგში არსებული თანამედროვე მიღწევების სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა მეცნიერებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის გაცნობა.

 

ნატა ბაკურაძე