ნ. გ�ჩეჩილ�ძე 1

საუბრები მიკრობიოლოგიაზე

ევროპის აკადემიის თბილისის ჰაბი, საქართველოს ზოგადი და გამოყენებითი 

მიკრობიოლოგიის საზოგადოებასთან ერთად

 წარმოგიდგენთ პოპულარული ლექციების სერიას:

ნინო გაჩეჩილაძემ 1990 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიიღო იმუნოლოგიისა და ალერგოლოგიის სპეციალობით. ამჟამად, ის გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმუნოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორი.

ნინო გაჩეჩილაძე 2017-2020 წწ. იკავებდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას. სხვადასხვა დროს ის იყო ევროკავშირის პროექტის „მულტიდისციპლინური, ინოვაციური ცენტრის ჩამოყალიბება ბიოლოგიისა და მედიცინის დარგებისათვის ვირტუალური ლაბორატორიების შესაქმნელად“, რეგიონული კოორდინატორი და ამავე პროექტის ფარგლებში შექმნილი მიკრობიოლოგიური სასწავლო სიმულაციის პატენტის მფლობელი, საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის წევრი (2009), ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ევროპული ასოციაციის წევრი (2013).

2017-2020 წწ. ნინო გაჩეჩილაძე გახლდათ HORIZON 2020-ის ევროპული კვლევების საბჭოს ეროვნული საკონტაქტო პირი საქართველოში.

 

ნინო გაჩეჩილაძე