Joseph-5245 Nino Library Cropped

საუბრები მიკრობიოლოგიაზე

ევროპის აკადემიის თბილისის ჰაბი, საქართველოს ზოგადი და გამოყენებითი 

მიკრობიოლოგიის საზოგადეობასთან ერთად წარმოგიდგენთ 

პოპულარული ლექციების სერიას:

ნინო ჭანიშვილი არის გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტის კვლევისა და განვითარების განყოფილების უფროსი. მან 1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის განხრით. 1986 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. მას დიდი გამოცდილება აქვს ბაქტერიოფაგების კვლევისა და ფაგოთერაპიის სფეროში. იგი იყო 30 -მდე საერთაშორისო კვლევითი პროექტის მენეჯერი და/ან მონაწილე. მისი ბოლო პროექტები ეძღვნება ბაქტერიოფაგების გამოყენებას სხვადასხვა ინფექციის სამკურნალოდ. მის კვლევებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ანტიბიოტიკების მიმართ მრავლობითად რეზისტენტული ბაქტერიების მიმართ ბაქტერიოფაგების შერჩევას.  ნინო ჭანიშვილი ნიუ-ვიჟენ უნივერსიტეტის სრული პროფესორია. იგი აგრეთვე მოღვაწეობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, როგორც მოწვეული ლექტორი.

პროფესორი ნინო ჭანიშვილი არის სამეცნიერო ჟურნალების: Frontiers in Microbiology, Viruses, Pharmaceuticals და ა.შ. რეცენზენტი, ჟურნალ PHAGE-ის ასოცირებული რედაქტორი და ჟურნალ Viruses მოწვეული რედაქტორი.  იგი  120 -ზე მეტი სამეცნიერო სტატიის, წიგნის თავების, რეფერატებისა და მონოგრაფიების ავტორია.

 

ნინო ჭანიშვილი