თუ ხართ ცნობისმოყვარე, კრეატიული და მოგწონთ ტექნოლოგიებთან მუშაობა, ევროპის აკადემიის თბილისის ჰაბი ჯეოლაბთან  ერთად, გაძლევთ საერთაშორისო გამოცდილების მიღების უნიკალურ შესაძლებლობას.

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა 

"ტექნოლოგიის მომავალი ლიდერები”

 ცხადდება მიღება საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში "ტექნოლოგიის მომავალი ლიდერები", რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თინეიჯერებს ევროპის მასშტაბით, სრულიად უფასოდ.
 
 საზაფხულო სკოლის კურსები შემუშავებულია გამოცდილი ლექტორების მიერ და თეორიული ცოდნის გარდა, პრაქტიკულ სემინარებსაც მოიცავს. გარდა ამისა, საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ქართველ და ევროპელ თინეიჯერებს აძლევს საშუალებას გაიცნონ ერთმანეთი, გაუზიარონ შეხედულებები და კულტურული მრავალფეროვნებები.
 
  საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გთავაზობთ მოკლევადიან კურსებს ინგლისურ ენაზე შემდეგი მიმართულებით:
 
  • Graphic design - Adobe Photoshop
  • Graphic design - Adobe illustrator
  • UI/UX design - web design
  • UI/UX design - Mobile design
  • Unity 
  • Technical and Creative conceptualisation
  • STEM activities using microcontroller 
  • Front end web development HTML, CSS
     
   მონაწილეებს შეუძლიათ აირჩიონ ერთი, რამდენიმე ან ყველა მითითებული კურსი.
 
 აღნიშნული კურსი ორიენტირებულია შედეგზე, რაც თავის მხრივ გულისხმობს თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით ცოდნის კონსტრუირებას და მონაწილეთათვის ქმედითი, დინამიური და ფუნქციური ცოდნის გადაცემას.
 
ორგანიზატორები: ევროპის აკადემიის თბილისის ჰაბი და ჯეოლაბი
ხანგრძლივობა: 2021 წლის  23 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2021 წლის 16 აგვისტო
სამუშაო ენა: ინგლისური
ასაკი: 13-19 წელი (თინეიჯერები)
 
პანდემიიდან გამომდინარე, საზაფხულო სკოლის სემინარები გაიმართება ვირტუალურ სივრცეში Google classroom-ის პლატფორმაზე.