Untitled (2)
Untitled

სამეცნიერო სესიებზე მოხდება მედიცინის აქტუალურ საკითხებზე უახლესი კვლევების შედეგების პრეზენტაცია და გაიმართება დისკუსიები, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი მკვლევარების და, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, სტუდენტების ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდას.

საქართველოს სამედიცინო საზოგადოების და განსაკუთრებით სტუდენტებისათვის, მნიშვნელოვანი საჩუქარი იქნება „ლექტორიუმის“ ლექციების ციკლი, რომელიც ტრანსლირებული იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით ტელოკომპანია „პულსი TV“-ის მიერ.

კონფერენციის მონაწილეთა მოხსენებების თეზისები გამოქვეყნდება თსუ ინგლისურენოვან საერთაშორისო ჟურნალში „Translational and Clinical Medicine – Georgian Medical Journal” (ISSN 2346-8491), რომელიც ინდექსირებულია „Google Scholar“-სა და „EBSCO“ -ს ბაზებში.

კონფერენციას საინფორმაციო მხარდაჭერას განახორციელებს თსუ-ის ტელევიზია „უნივერსია“ და სამედიცინო ტელეკომპანია „პულსი TV“.

 

 

 

2022 წლის 5-7 მაისს ტარდება თსუ-ის 1-ლი საერთაშორისო კონფერენცია „ტრანსლაციური და კლინიკური მედიცინა“.

 

კონფერენციის ოფიციალური ვებ-გვერდია:            https://tcm-conference.tsu.ge/

 

ღონისძიების სტატუსია - საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია (სატელიტური სიმპოზიუმებით და ლექტორიუმით). მისი  მიზანია სამედიცინო დარგში მიმდინარე უახლესი კვლევების თაობაზე ინფორმაციის გაცვლა, თსუ-ში საერთაშორისო პარტნიორული კვლევების ინიციაცია და ამ კვლევებში ახალგაზრდა მკვლევართა და სტუდენტთა ჩართვის ხელშეწყობა.

ღონისძიებაში მონაწილეობს 14 ცნობილი მეცნიერი მსოფლიოს 11 ქვეყნიდან.  კონფერენციის ფარგლებში გაიმართება 6 სამეცნიერო სესია, 3 სატელიტური სიმპოზიუმი და „ლექტორიუმი“.

 

 

 

პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ტრანსლაციური და კლინიკური მედიცინა