ც.სიხ�რულიძე..

საუბრები მიკრობიოლოგიაზე

ევროპის აკადემიის თბილისის ჰაბი, საქართველოს ზოგადი და გამოყენებითი 

მიკრობიოლოგიის საზოგადოებასთან ერთად

 წარმოგიდგენთ პოპულარული ლექციების სერიას:

ციცინო სიხარულიძე გახლავთ ვეტერინარულ მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, მიკრობიოლოგი;1998 წელს მან დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკური სასწავლო - სამეცნიერო ინსტიტუტი, ფართო პროფილის ვეტერინარ-ექიმის სპეციალობით.

2014 წლიდან ის არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის  ინფექციურ და ინვაზიურ სნეულებათა დეპარტამენტის, ცხოველთა სანიტარია/ჰიგიენის საგნის ხელმძღვანელი.

2014 წლიდან ციცინო სიხარულიძე გახლავთ შპს ჩირინას ვეტერინარული სადიაგნოსტიკო ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

2014 წლიდან ის ყოველწლიურად გადის სწავლებას BIOCHEK ELISA HOLLAND-ში (Training on Mycotoxin Detection with the use of AgraQuant ELISA). ამავე წელს მან გაიარა სტაჟირება ისრაელის სავეტერინარო-სადიაგნოსტიკო (მიკრობიოლოგია-ვირუსოლოგია) ლაბორატორიაში.

2020 წელს ციცინო სიხარულიძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში "ფრინველის დაავადებების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა". 

2015-2020 წწ. ის იყო შპს ჩირინას საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორი,„თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით ფრინველის დაავადების დიაგნოსტიკა“.

2017-2021 წწ. გაიარა სასწავლო კურსი ჰოლანდიის GD Academy-ში (Staylab, IDEXX –ELISA, PCR) .

 

ციცინო სიხარულიძე