Academia Europaea
Tbilisi Knowledge Hub
7 ოქტომბერი , 2022
ღონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და ირლანდიის უნივერსიტეტების, ასევე, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.
სემინარზე განიხილება ირლანდიის ხარისხის შიდა უზრუნველყოფის მოდელი, სადოქტორო განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და ონლაინ სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხები.
სემინარის სამუშაო ფორმატში მოხსენებებს წაიკითხავენ: ირლანდიის ოთხი უნივერსიტეტის წარმომადგენელი (University of Limerick, Dublin City University, Mary Immaculate College, South East Technological University), ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციისა და სადოქტორო განათლების საბჭოს (EUA-CDE) წარმომადგენლები, უკრაინის უნივერსიტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების, ასევე, ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
Academia Europaea, რომელიც აერთიანებს 4500-ზე მეტ მეცნიერს და მკვლევარს ევროპიდან და მის ფარგლებს გარეთ, გამოხატავს თავის სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით. როგორც ერთიანობის ჟესტი, აკადემიის სამეურვეო საბჭომ გადაწყვიტა გამოეყო ფინანსური რესურსი Hubert Curien Initiative Fund-დან თბილისის, ბუდაპეშტის და ვროცლავის ჰაბებისთვის.
ევროპის აკადემიის თბილისის ჰაბი, როგორც თსუ-ს სტრუქტურული ერთეული, მოხარულია აღნიშნული ფინანსური რესურსი გაუზიაროს თსუ-ს საერთაშორისო სემინარის ჩასატარებლად და უკრაინული უნივერსიტეტების წარმომადგენელთა ხარჯების უზრუნველსაყოფად.
საერთაშორისო სემინარი
ხარისხის შიდა უზრუნველყოფა: პერსპექტივები და გამოწვევები