თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა 🇪🇺ევროპის აკადემიის ყოფილ პრეზიდენტთან, უტრეხტის უნივერსიტეტის პროფესორთან, სირდ ქლოეთინგთან.
პროფესორმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს პირადი კოლექციიდან 5000-ზე მეტი წიგნი გადასცა, რომლებიც თსუ IX (განივ) კორპუსში პროფესორ სირდ ქლოეთინგის სახელობის აუდიტორიაში განთავსდა. ბიბლიოთეკის გახსნას ესწრებოდნენ: თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, COST-ის ხელმძღვანელი რონალდ დე ბრუნი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ბიბლიოთეკისა და ევროპის აკადემიის თბილისის ჰაბის წარმომადგენლები.



