5 ნოემბერს, 19:00 საათზე სასტუმრო Radisson Blue Iveria-ს სივრცეში „სერფეისი“ გაიმართება პროფესორ ქეთევან ჭანტურიას ლექცია: “მოგზაურობა ექსპერიმენტულიდან კლინიკურ ფსიქოლოგიაში“.
ლექცია შეეხება კვების აშლილობის მიმართულებით ქინგს კოლეჯში უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ჩატარებულ კვლევებსა და დანერგილ სიახლეებს.
პროფ. ქეთევან ჭანტურია გახლავთ პირველი ქართველი მეცნიერი ქალი, რომელიც ევროპის აკადემიის წევრად აირჩიეს და რომელსაც ბრიტანეთის ფსიქოლოგიურმა საზოგადოებამ გადასცა უმაღლესი ჯილდო: „კლინიკურ პრაქტიკაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის“ (2021 წელი). 2023 წელს მას საქართველოს ეროვნული პრემია გადაეცა, 2024 წელს კვებითი აშლილობის კვლევის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტად აირჩიეს, ხოლო წელს მან ბრიტანეთის იმპერიის ორდენი მიიღო მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და National Geographic Magazine.
მასპინძელი: Silk Hospitality
მისამართი: სასტუმრო Radisson Blue Iveria/Surface, პირველი რესპუბლიკის მოედანი #1.
სამუშაო ენა: ქართული
დასწრება თავისუფალია