2025 წლის 24 დეკემბერს ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით ჩატარდა ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია: “კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კვლევის ახალი პერსპექტივა.” კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და მენეჯმენტის მიმართულებით, საქართველოსა და საზღვარგარეთ მომუშავე ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერა, მათი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა და სფეროში მოღვაწე ლიდერ მეცნიერებთან დაკავშირება.
კონფერენციის მონაწილეებს საშუალება მიეცათ წარედგინათ ერთმანეთისთვის და დამსწრე აკადემიური საზოგადოებისთვის საკუთარი საქმიანობის სფეროები და განეხილათ როგორც სფეროში არსებული გამოწვევები, ასევე შესაძლო ერთობლივი, მულტიდისციპლინური პროექტები.
აღნიშნული ღონისძიება, პირდაპირ ეპასუხება ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს, რაც გულისხმობს ახალგაზრდა მეცნიერთათვის პროფესიული სამეცნიერო წრის გაფართოებაში მხარდაჭერას და ახალი შესაძლო თანამშრომლობების ინიციირებას.



