

ევროპის აკადემიის თბილისის
რეგიონული ცენტრი
ვინ ვართ ჩვენ
ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი 2019 წელს გაიხსნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და წარმოადგენს ევროპის აკადემიის რეგიონულ ცენტრს კავკასიაში. ცენტრის მიზანია რეგიონში ევროპული სტანდარტების სამეცნიერო კვლევის, მეცნიერების მენეჯმენტისა და ინტერდისციპლინური სამეცნიერო პროექტების ხელშეწყობა რეგიონში.
რას ვსაქმიანობთ
ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი ხელს უწყობს მეცნიერების ევროპული სტანდარტებისა დამკვიდრებასა და აკადემიურ თანამშრომლობას მთელ რეგიონში. ჩვენი საქმიანობა ორიენტირებულია ინტერდისციპლინური კვლევების განვითარებაზე, რომელიც გულისხმობს სამხრეთ კავკასიის უნიკალური ბიო-კულტურული, ლინგვისტური და ეკოლოგიური მრავალფეროვნების შესწავლას.
ცენტრი მხარს უჭერს კვლევების სრულყოფილებას მეცნიერების ყველა დარგში. ჩვენი სურვილია, რეგიონში კონცენტრირებული საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული ცოდნის პოზიციონირება საერთაშორისო სამეცნიერო ქსელში. განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს კულტურასა და ბუნებას შორის კავშირების კვლევის ხელშეწყობა.
სტრატეგიული პარტნიორობების, სამეცნიერო ღონისძიებებისა და კლასტერებს შორის ურთიერთობის განვითარებით ჩვენ ვაკავშირებთ მკვლევრებსა და ინსტიტუციებს და ხელს ვუწყობთ ცოდნის გაზიარებასა და იმ პროექტებს, რომლებიც გლობალური მნიშვნელობისაა და ამავდროულად, ორიენტირებულია რეგიონული გამოწვევების გადაჭრაზე.
ბიო-კულტურული მრავალფეროვნება და რეგიონული ლიდერობა
თბილისის რეგიონული ცენტრი ხელს უწყობს კვლევას, რომელიც კონცენტრირებულია სამხრეთ კავკასიაში ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობას შორის არსებული რთული ურთიერთკავშირების შესწავლაზე. რეგიონის განსაკუთრებული ენობრივი მრავალფეროვნების, ეკოლოგიური სიმდიდრისა და ხანგრძლივი ისტორიის გათვალისწინებით, ჩვენ კავკასიას აღვიქვამთ ბიო-კულტურული მრავალფეროვნების შესწავლის იდეალურ პლატფორმად და მხარს ვუჭერთ აკადემიურ ინიციატივებს აღნიშნული მიმართულებით.
ჩვენი აქტივობები, რომელიც გულისხმობს საერთაშორისო კვლევითი პროექტების ხელშეწყობასა და საზოგადოების ინფორმირებას, ფოკუსირებულია, ინტერდისციპლინური მიდგომებით, რეგიონში დაგროვილი ცოდნის ფართო სამეცნიერო დისკურსში ინტეგრირებაზე ადამიანისა და გარემოს ურთიერთქმედების, კულტურული მედეგობისა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მიმართულებით. ცენტრი წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც საშუალებას იძლევა ევროპის სამეცნიერო რუკაზე აღინიშნოს ჩვენი რეგიონი, როგორც ძლიერი აკადემიური ტრადიციებისა და შესაძლებლობების მქონე ძალა.
თანამშრომლობა, დიალოგი და სამეცნიერო ურთიერთობები
ცენტრი აქტიურ როლს ასრულებს საქართველოს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროპულ აკადემიურ ინსტიტუციებს შორის სამეცნიერო ხიდების შენებაში. კონფერენციების, სემინარებისა და საჯარო ღონისძიებების საშუალებით ჩვენ ვაწარმოებთ დიალოგს რეგიონის აქტუალურ სამეცნიერო საკითხებზე და ამავდროულად, ვაძლიერებთ კავშირებს ევროპის აკადემიის სამეცნიერო საზოგადოებაში.
ჩვენს ვალდებულებად მიგვაჩნია უმაღლესი სტანდარტის დანერგვა აკადემიური კეთილსინდისიერების, ეთიკური სტანდარტებისა და ინკლუზიური მიდგომების წახალისების გზით. ჩვენ ხელს ვუწყობთ ცოდნის გაზიარებას მეცნიერთა თაობებს შორის და ვეხმარებით ახალგაზრდა მეცნიერებს საკუთარი თავის წარმოჩენაში.
თბილისის ცენტრი, ასევე, ცდილობს რეგიონული სამეცნიერო კვლევის პოპულარიზაციას საერთაშორისო თანამშრომლობების ხელშეწყობით, რაც მეცნიერებისა და კულტურული დიპლომატიის საშუალებით ქვეყნებს შორის გრძელვადიანი პარტნიორობების ჩამოყალიბების საშუალებას წარმოადგენს.
ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ილია ჭავჭავაძის გამზ. #1, თბილისი, 0179, საქართველო
[email protected] | https://aetbilisihub.org/en/ | +995 557 406 204
თანამშრომლები
აკადემიური დირექტორი
პროფ. დავით ლორთქიფანიძე: [email protected]
აღმასრულებელი დირექტორი
ნათია ხულუზაური: [email protected]