გილგამეშის ეპოსი – ტრანსლიტერაცია

2025 წლის 27 და 29 ოქტომბერს ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრისა და თსუ-ს ორგანიზებით გაიმართა აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის წიგნის: “გილგამეშის ეპოსი – ტრანსლიტერაცია.” სპეციალურად ამ მოვლენისთვის ცენტრისა და თსუ-ს მიერ საქართველოში მოწვეულ იქნა დუბლინის ტრინიტი კოლეჯის პროფ. მარტინ უორთინგტონი, რომელსაც ეკუთვნის აღნიშნული გამოცემის წინასიტყვაობა. მან შეისწავლა გამყრელიძის ხელნაწერი და დაწერა მისი რეკომენდაცია და წინასიტყვაობა. მისივე სიტყვებით, აღნიშნული გამოცემა წარმოადგენს ქართული და მსოფლიო მეცნიერების უდიდეს მონაპოვარს.

აღსანიშნავია, რომ 29 ოქტომბერს, წიგნის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა შუმერულ ენაზე გადაღებული მოკლე ფილმის “დუმუზის სიზმარი,” პრემიერა, რომლის რეჟისორი თავად პროფ. უორთინგტონი გახლავთ. ღონისძიებამ ახალგაზრდა აუდიტორიის განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია და მეცნიერების პოპულარიზაციის არაჩვეულებრივი მაგალითი იყო. 

აქვე აღვნიშნავთ, რომ 2018 წელს პროფ. უორთინგტონმა გადაიღო მსოფლიოში პირველ შუმერულენოვანი ფილმი – The Poor Man of Nippur („ნიპურის ღარიბი კაცი“), რომელიც ბრიტანეთის ხელოვნებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების კვლევითი საბჭოს მიერ 2019 წელს ნომინირებული იყო ჯილდოზე: Research in Film. მან, ასევე, ითანამშრომლა Marvel-ის სტუდიასთან ფილმზე The Eternals („უკვდავები“), მიაწოდა რა მათ ბაბილონურის თარგმანები და ჩანაწერები სცენარისთვის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 28 ოქტომბერს გამართულ საჯარო ლექციაზე მას თსუ-ს ოქროს მედალი გადაეცა.

ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში