პროფ. დავით ლორთქიფანიძე იტალიის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა

საქართველოში იტალიის ელჩმა მ. ა. მასიმილიანო დ’ანტუონომ ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის აკადემიურ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს, პროფ. დავით ლორთქიფანიძეს, იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის, ორდენი – Ordine al Merito della Repubblica Italiana – გადასცა.

ასევე, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარდგინებით, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ პროფ. დავით ლორთქიფანიძეს „დამსახურების ორდენის” რაინდის წოდება მიანიჭა.

იტალიის რესპუბლიკის აღნიშნული უმაღლესი ჯილდო პორფ. დავით ლორთქიფანიძეს იტალიური კულტურისა და სამეცნიერო მიღწევების საქართველოში გავრცელებისა და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობების ხელშეწყობისთვის შეტანილი წვლილისთვის გადაეცა.

„ეს ჯილდო პროფესორ, დავით ლორთქიფანიძის მიერ საქართველოში იტალიის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის საქმეში გაწეული შრომის დაფასებაა. ეს სამეცნიერო კონფერენციებიის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში საუკეთესო იტალიური გამოცდილების გაზიარებასა, თუ უდიდესი იტალიური მუზეუმებიდან საქართველოში ჩამოტანილი იტალიური ხელოვნების შედევრების სრულიად უპრეცედენტო საექსპოზიციო პროგრამის განხორციელებას ეხება, რამაც საქართველოში იტალიური კულტურისადმი ინტერესის გაძლერებას მნიშნელოვნად ხელი შეუწყო“, – განაცხადა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში იტალიის ელჩმა, მ.ა. მასიმილიანო დ’ანტუონომ.

პროფ. დავით ლორთქიფანიძე იტალიის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრემიის ლაურეატია. მისი ხელმძღვანელობით, როგორც იტალიაში, ასევე საქართველოში არაერთი ერთობლივი კვლევითი და სამუზეუმო პროექტი განხორციელდა.

ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში