პროფ. ქეთევან ჭანტურია ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დაჯილდოვდა

2025 წელს ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრი, პროფ. ქეთევან ჭანტურია ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დაჯილდოვდა.

მისმა სამეფო აღმატებულება პრინცესა ანამ ბუკინგემის სასახლეში გამართულ საზეიმო ცერემონიაზე პროფ. ქეთევან ჭანტურიას ბრიტანეთის იმპერიის ორდენი გადასცა მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის. 

პროფ. ქეთევან ჭანტურია არაერთი საერთაშორისო პრემიისა და ჯილდოს მფლობელი მეცნიერია: არის პირველი ქართველი მეცნიერი ქალი, რომელიც ევროპის აკადემიის წევრად აირჩიეს და რომელსაც ბრიტანეთის ფსიქოლოგიურმა საზოგადოებამ გადასცა უმაღლესი ჯილდო სახელწოდებით: „კლინიკურ პრაქტიკაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის“ (2021 წელი). 2023 წელს მას საქართველოს ეროვნული პრემია გადაეცა, 2024 წელს კვებითი აშლილობის კვლევის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტად აირჩიეს, ხოლო 2025 წელს, როგორც უკვე აღინიშნა, მან ბრიტანეთის იმპერიის ორდენი მიიღო მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის.

ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში