მრავალსახიანი ნეირომეცნიერება – ივანე ბერიტაშვილის 140 წელი

2025 წლის 12-14 ივნისს ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მრავალსახიანი ნეირომეცნიერება – ივანე ბერიტაშვილის 140 წელი“, რომელიც ეძღვნებოდა ნეირომეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებლის, აკადემიკოს ივანე ბერიტაშვილის დაბადებიდან 140 წლის იუბილეს.

ღონისძიება განხორციელდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის‘‘ ფარგლებში. ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ერთ-ერთი პარტნიორი გახლდათ. 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს: ევროპის აკადემიის წევრმა და თბილისის რეგიონული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ზაალ კოკაიამ და ევროპის აკადემიისა და თბილისის რეგიონული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრმა და ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორმა მერაბ კოკაიამ. 

კონფერენციის მიზნები იყო: ნეირომეცნიერების სხვადასხვა მიმართულების ინტეგრაცია და პოპულარიზაცია, ინტერდისციპლინური დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავება, ასევე სამეცნიერო ქსელების განვითარება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.

ღონისძიებამ გააერთიანა წამყვანი ქართველ და უცხოელი მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები, სტუდენტები და პრაქტიკოსები ბიომედიცინისა და ნეირომეცნიერების სფეროებიდან.

ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში