2026 წლის 6-10 ოქტომბერს ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრისა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმის ორგანიზებით სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში გეგმავს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც მუზეუმის დაარსებიდან 90 წლის იუბილეს მიეძღვნება.
კონფერენცია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე მეცნიერებსა და მუზეუმის პროფესიონალებს გააერთიანებს სვანეთის მუზეუმის ისტორიის, მისი სამეცნიერო მისიისა და სამომავლო პერსპექტივების განსახილველად. კონფერენციის ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იქნება სვანეთის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ უახლესი კვლევები და განხილული იქნება შუა საუკუნეების ხელოვნებისა და ისტორიის კვლევის ფართო თემატიკა. პროგრამა სვანეთის შუა საუკუნეების ხელოვნებას შუა საუკუნეების ხელოვნებისა და კულტურის განვითარების უფრო ფართო კონტექსტში განიხილავს და შექმნის შესაძლებლობას, ყურადღება გამახვილდეს როგორც სვანეთის გამორჩეულ მემკვიდრეობაზე, ისე შუა საუკუნეების ხელოვნების კვლევის ზოგად საკითხებზე.
კონფერენციის ფარგლებში ცალკე სესია მიეძღვნება სვანეთის მუზეუმის ყოფილი დირექტორისა და შუა საუკუნეების ხელოვნების გამორჩეული მკვლევრის, რუსუდან ქოჩქიანის ხსოვნას. სესიაზე განხილული იქნება, როგორც მისი მნიშვნელოვანი წვლილი როგორც სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის კვლევასა და დაცვაში, ისე მუზეუმისა და მისი სამეცნიერო საქმიანობის განვითარებაში.
კონფერენციას გახსნის და სესიებს გაუძღვება ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის აკადემიური დირექტორი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, პროფესორი დავით ლორთქიფანიძე. კონფერენციის ფარგლებში მოხსენებებს წარმოადგენენ შუა საუკუნეების კვლევების, ხელოვნებათმცოდნეობის, არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის სფეროებში მოღვაწე საერთაშორისოდ აღიარებული მეცნიერები. მოწვეულ მომხსენებლებს შორის არიან პროფ. კლაუდია რაპი, ევროპის აკადემიის წევრი, ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის შუა საუკუნეების კვლევის ინსტიტუტის (IMAFO) დირექტორი; პროფ. დირკ ჰოერდერი, ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორი; პროფ. დარეჯან გოგაშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; დოქტორი ეკატერინე გედევანიშვილი, შუა საუკუნეების ხელოვნების, მათ შორის სვანეთის შუა საუკუნეების საგანძურის, წამყვანი მკვლევარი, და სხვები.
კონფერენციაზე მეცნიერებს საშუალება მიეცემათ განიხილონ სვანეთის მუზეუმის 90-წლიანი ისტორია, შუა საუკუნეების კულტურის თანამედროვე კვლევები და ახალი სამეცნიერო პერსპექტივები. კონფერენცია ასევე ხელს შეუწყობს ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის თანამშრომლობისა და დიალოგის გაძლიერებას და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს სვანეთის მუზეუმის უწყვეტ როლს რეგიონის უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის კვლევის, დაცვისა და საზოგადოებისთვის გაცნობის მიმართულებით.
კონფერენცია ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის მიმდინარე პროგრამის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის ხელშეწყობას და საქართველოს სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენას ევროპულ სამეცნიერო ქსელებში.