ნათია ხულუზაური

ელ. ფოსტა: [email protected]
ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი

ნათია ხულუზაური ხელოვნებათმცოდნე, ჟურნალისტი და თსუ-ს დოქტორანტია, მისი კვლევის სფერო მოიცავს მეცნიერებისა და კულტურის კომუნიკაციის საკითხებს კულტურულ, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში. 

2024 წლიდან დღემდე არის ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.

2017-2023 წლებში იკავებდა ჟურნალ National Geographic Magazine – საქართველოს მთავარი რედაქტორის თანამდებობას. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა არაერთი წარმატებული საგანმანათლებლო და მულტიმედიური პროექტი, მათ შორის, ქართული გუნდის მიერ მომზადებული მასალა პირველად დაიბეჭდა National Geographic-ის მთავარი გამოცემის მიერ და  ითარგმნა 12 ენაზე ჟრუნალის სხვადასხვა გამოცემის მიერ, შეიქმნა კავკასიის ბიომრავალფეროვნების რუკა, დაარსდა ფოტოკონკურსი YourShot საქართველო და სხვ.

2009-2023 წლებში ნათია ხულუზაური ხელმძღვანელობდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის აპარატს – გახლდათ საქართველოს ეროვნული მუზეუმის კორპორატიული ჟურნალის „მუზეუმი” ქართული და ინგლისური ვერსიების რედკოლეგიის წევრი, ერთ-ერთი ავტორი და პროექტის კოორდინატორი. ჩართული იყო, როგორც გამოფენებისა და მათთან დაკავაშირებული საკომუნიკაციო მასალის, ასევე კონფერენციებისა და სხვა სამეცნიერო ღონისძიებების მომზადებაში, როგორც მენეჯერი, მონაწილე და/ან ავტორი.

ნათია ხულუზაური 2015 წელს, Carnegie Research Fellowship-ისა და NCEEER პროგრამების ფარგლებში აწარმოებდა კვლევას George Washington University-ში, National Geographic-ის სათავო ოფისსა და მეტროპოლიტენის მუზეუმში (MET), ხოლო 2016 წელს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, განახორციელა კვლევები ბერლინისა და ვარშავის წამყვან მუზეუმებში.

ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში