პერსონალური გვერდი ევროპის აკადემიის ვებსაიტზე:
https://www.ae-info.org/ae/Member/Tchanturia_Kate
პერსონალური გვერდი ლონდონის ქინგს კოლეჯის ვებსაიტზე:
https://kclpure.kcl.ac.uk/portal/en/persons/kate.tchanturia/
ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრი
პროფ. ქეთევან ჭანტურია კლინიკური ფსიქოლოგიის პროფესორია.
1998 წლიდან მუშაობს ლონდონის ქინგს კოლეჯში და მოწვეული პროფესორია საქართველოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და ალბორგის უნივერსიტეტში დანიაში.
მას გამოქვეყნებული აქვს 300 ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი აუტიზმის, კვების აშლილობების, ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის მიმართულებით. საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა მის მიერ შემუშავებულმა კლინიკურმა სახელმძღვანელოებმა კოგნიტური რეაბილიტაციის, ჯგუფური თერაპიის და ემოციური რეგულაციის სფეროში.
ქეთევან ჭანტურიამ უხელმძღვანელა 40 ასპირანტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და 30 მდე კლინიკურ ფსიქოლოგს დიდ ბრიტანეთში.
ქეთევან ჭანტურია ევროპის აკადემიაში 2018 წელს აირჩიეს. ის პირველი ქალი მეცნიერია საქართველოდან ამ ორგანიზაციაში. ევროპის აკადემიასთან ერთად ქეთევან ჭანტურია არის ბრიტანული ფსიქოლოგიური საზოგადოების ნამდვილი წევრი (2015), კვების აშილობის კვლევის მსოფლიო ორგანიზაციის ნამდვილი წევრი (2001 წლიდან), 2023 არჩეული პრეზიდენტი, ბრიტანეთის უმაღლესი განათლების აკადემიის ნამდვილი წევრი(2016), ამერიკის კვების აშლილობის აკადემიის ნამდვილი წევრი (2004).