მენეჯერი
[email protected]
ვახტანგ ცინცაძე — ისტორიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი (PhD) და სამუზეუმო საქმის ექსპერტი. იგი არის მუზეუმის კოლექციების მართვის, აღრიცხვისა და დიგიტალიზაციის მიმართულებით გამოცდილი სპეციალისტი, რომელსაც 23-წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს სამუზეუმო სფეროში.
2003–2014 წლებში იგი მუშაობდა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ისტორიის განყოფილებაში სხვადასხვა პოზიციაზე. 2014-2017 წლებში ვახტანგ ცინცაძე იკავებდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის კოლექციების დაცვა-აღრიცხვის ჯგუფის უფროსის თანამდებობას. 2017-2022 წლებში იყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხოლო 2022 წლის 1 ივნისამდე — საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციების მართვის სექტორის ხელმძღვანელი.
მან წარმატებით უხელმძღვანელა სხვადასხვა ტიპის კოლექციების აღწერის, სისტემატიზაციისა და მართვის პროცესებს. ფლობს პრაქტიკულ გამოცდილებას კოლექციების კვლევის, მართვისა და მონაცემთა სტანდარტიზაციის მიმართულებით.
ამჟამად ვახტანგ ცინცაძე არის საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი და პარალელურად მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონულ ცენტრში.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფარგლებში ცხრა წელზე მეტია ხელმძღვანელობდა როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონული მუზეუმების კოლექციების მართვას, დაცვას, აღრიცხვას, ციფრულ ტრანსფორმაციასა და პოპულარიზაციას.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით იგი აქტიურად იყო ჩართული სამუზეუმო სამართლებრივი ჩარჩოების განვითარებაში. ვახტანგ ცინცაძე სხვადასხვა პროექტში ასრულებდა საკვანძო როლს როგორც სამეცნიერო, ისე საგანმანათლებლო მიმართულებით. ასევე მონაწილეობდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში, სადაც ტრენერის ფუნქციას ითავსებდა მუზეუმის თანამშრომელთა გადამზადების კუთხით.
ის არის 18 სამეცნიერო პუბლიკაციისა და ერთი მონოგრაფიის ავტორი, რეგულარულად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და პროფესიულ თემატიკასთან დაკავშირებულ დისკუსიებში.