თუ ხართ ცნობისმოყვარე, კრეატიული და მოგწონთ ტექნოლოგიებთან მუშაობა, ევროპის აკადემიის თბილისის ჰაბი ჯეოლაბთან ერთად, გაძლევთ საერთაშორისო გამოცდილების მიღების უნიკალურ შესაძლებლობას.
საქართველოში მყოფი უკრაინელი და ქართველი მოზარდებისთვის ევროპის აკადემიის თბილისის ცენტრი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორია “ჯეოლაბთან” ერთად, იწყებს ახალ საერთაშორისო პროექტს.
ინიციატივის მთავარი მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით ცოდნის გავრცელება ახალ თაობაში, ქართველი და უკრაინელი ახალგაზრდების დამეგობრების ხელშეწყობა, რათა მათ შეძლონ ერთმანეთს გაუზიარონ შეხედულებები და კულტურული მრავალფეროვნებები.
უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში, საქართველოში მყოფი უკრაინელი ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანსაღი გარემოს შექმნა, სადაც ისინი შეძლებენ განაგრძონ განვითარება, სწავლა, თანატოლებთან ურთიერთობა და ახალი მეგობრების შეძენა.
ამ ინიციატივის ფარგლებში, ცხადდება მიღება საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართველ და უკრაინელ მოზარდებს, სრულიად უფასოდ.
საზაფხულო სკოლის კურსები შემუშავებულია გამოცდილი ლექტორების მიერ და თეორიული ცოდნის გარდა, პრაქტიკულ სემინარებსაც მოიცავს.
აქტივობები განხორციელდება ორ კომპონენტად: ვორქშოფების სერია ჯეოლაბში (ფიზიკურ სივრცეში) და ლექციები დისტანციურად.
საზაფხულო სკოლა გთავაზობთ მოკლევადიან კურსებს შემდეგი მიმართულებით:
Graphic design
UI/UX design – web design
Unity
Technical and Creative conceptualisation
Arduino
Front end web development HTML, CSS
Scratch
მონაწილეებს შეუძლიათ აირჩიონ ერთი, რამდენიმე ან ყველა მითითებული კურსი.
აღნიშნული კურსი ორიენტირებულია შედეგზე, რაც თავის მხრივ გულისხმობს თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით ცოდნის კონსტრუირებას და მონაწილეთათვის ქმედითი, დინამიური და ფუნქციური ცოდნის გადაცემას.