პროფ. გიორგი შარვაშიძე

პერსონალური გვერდი ევროპის აკადემიის ვებსაიტზე:
https://www.ae-info.org/ae/Member/Sharvashidze_George

ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრი

პროფ. გიორგი შარვაშიძე არის ქართველი დიპლომატი, განათლების პოლიტიკის ექსპერტი, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს  განათლების რეფორმების, უნივერსიტეტების მართვისა და საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში. 2023 წლიდან იგი იკავებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას სომხეთის რესპუბლიკაში.

გიორგი შარვაშიძე 2016–2022 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ხოლო ამჟამად ასოცირებული პროფესორია ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერების ფაკულტეტზე. სხვადასხვა პერიოდში იგი მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილისა და პირველი მოადგილის პოზიციებზე,  ასევე ხელმძღვანელობდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.

მისი პროფესიული საქმიანობა მჭიდროდ არის დაკავშირებული საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის UNESCO-სთან, ევროპის საბჭოსთან, ევროკავშირთან და ღია საზოგადოების ინსტიტუტთან. იგი 2017 წლიდან არის ევროპის აკადემიის ნამდვილი წევრი და არაერთი საერთაშორისო აკადემიური და საუნივერსიტეტო ქსელის მმართველი ორგანოს წევრი.

გიორგი შარვაშიძის სამეცნიერო ნაშრომები ეხება  უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფას,კერძო განათლებას , მმართველობასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს. 

2022 წელს იგი დაჯილდოვდა ბრწყინვალების ორდენით.

ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში