2025 წლის 15-17 ოქტომბერს, ბარსელონას ბიოსამედიცინო კვლევით პარკში (PRBB), ესპანეთში ჩატარდა ევროპის აკადემიის 36-ე ყოველწლიური კონფერენცია სახელწოდებით: „ხიდების შენება, 2025“. აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის აკადემიურმა დირექტორმა, პროფ. დავით ლორთქიფანიძემ.
კერძოდ, 16 ნოემბერს ჩატარდა ევროპის აკადემიის წევრებისა და ამავე აკადემიის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლობების გენერალური ასამბლეა, სადაც პროფ. დავით ლორთქიფანიძემ წარადგინა თბილისის რეგიონული ცენტრის მიერ 2025 წელს ჩატარებული ღონისძიებების ანგარიში. ამასთანავე, პროფ. დავით ლორთქიფანიძემ ევროპის აკადემიის ხელმძღვანელობასთან გამართა საქმიანი შეხვედრები სადაც განიხილა თბილისის ცენტრისა და ევროპის აკადემიის სხვა წარმომადგენლობების თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და ის საერთო პრიორიტეტები რასაც ევროპის აკადემია ისახავს მიზნად.
აღნიშნული შეხვედრების დროს, პროფ. დავით ლორთქიფანიძე და ევროპის აკადემიის ბარსელონის ჰაბის აკადემიური დირექტორი, პროფ. ხაუმე ბერტრანპეტი შეთანხმდნენ, რომ 2026 წელს დაიგეგმება თბილისისა და ბარსელონას ცენტრების ერთობლივი ღონისძიებები, რომლებიც შეესაბამება ევროპის აკადემიის მიზნებსა და ამოცანებს და თანხვედრაშია თითოეული ჰაბის კონკრეტულ მიზნებთან.





