ესეების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია

სოფო კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას კონკურსის გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა და გელათის აკადემიის შესახებ ცნობადობის ამაღლების კუთხით მსგავსი კონკურსების განხორციელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან აღნიშნა, რომ ევროპის აკადემიის თბილისის ჰაბმა, როგორც მეცნიერებათა პანევროპული აკადემიის ნაწილმა, 2021 წელს დააარსა ყოველწლიური სასკოლო-საგანმანათლებლო კონკურსების ციკლი „სკოლა – მეცნიერების საწყისი“, რომელიც მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებში სამეცნიერო კვლევის უნარების განვითარებას ცოდნის სხვადასხვა დარგში. ყოველივე აქედან გამომდინარე, ჰაბი მომავალ წლებშიც გამოაცხადებს კონკურსებს სხვადასხვა დისციპლინებისა და თემატიკის მიხედვით.
„თქვენ ხართ ის თაობა, რომელთა ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კონკურსის ინიციატორსა და ორგანიზატორს – ევროპის აკადემიის თბილისის ჰაბს. ის ნამდვილად ზრუნავს, რომ მოზარდები ადრეულ ასაკშივე დააახლოვოს მეცნიერებასთან.“ – განაცხადა ნინო ოკრიბელაშვილმა.
დამსწრე საზოგადოებას, ასევე, სიტყვით მიმართა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, ესეების კონკურსის ჟიურის წევრმა – ანა ხარანაულმა, რომელმაც განაცხადა: „დარწმუნებული ვარ, იმ მოსწავლეებმა, რომლებიც ამ კონკურსში ჩაერთნენ, ბევრი რამ შეიტყვეს გელათის აკადემიის, როგორც ქართული თვითმყოფადი კულტურის სიმბოლოს თაობაზე.“
ესეების კონკურსში საპრიზო ადგილის მფლობელები გახდნენ:
გიორგი კვეკვესკირი (ქ. თბილისის 120-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე) და გურამ გოლიაძე (ქ. ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე).
ესეების კონკურსის გამარჯვებულებსა და მონაწილეებს სერტიფიკატები, სხვადასხვა პრიზი და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
ევროპის აკადემიის თბილისის ჰაბის აღმასრულებელმა დირექტორმა, სოფო კობახიძემ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილმა, ესეების კონკურსის – „გელათის აკადემია – ევროპის ერთ-ერთი უძველესი საგანმანათლებლო და სულიერ-ინტელექტუალური ცენტრი”, შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში, გამარჯვებულები და კონკურსის მონაწილეები დააჯილდოვეს. ღონისძიებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

სოფო კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას კონკურსის გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა და გელათის აკადემიის შესახებ ცნობადობის ამაღლების კუთხით მსგავსი კონკურსების განხორციელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან აღნიშნა, რომ ევროპის აკადემიის თბილისის ჰაბმა, როგორც მეცნიერებათა პანევროპული აკადემიის ნაწილმა, 2021 წელს დააარსა ყოველწლიური სასკოლო-საგანმანათლებლო კონკურსების ციკლი „სკოლა – მეცნიერების საწყისი“, რომელიც მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებში სამეცნიერო კვლევის უნარების განვითარებას ცოდნის სხვადასხვა დარგში. ყოველივე აქედან გამომდინარე, ჰაბი მომავალ წლებშიც გამოაცხადებს კონკურსებს სხვადასხვა დისციპლინებისა და თემატიკის მიხედვით.
„თქვენ ხართ ის თაობა, რომელთა ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კონკურსის ინიციატორსა და ორგანიზატორს – ევროპის აკადემიის თბილისის ჰაბს. ის ნამდვილად ზრუნავს, რომ მოზარდები ადრეულ ასაკშივე დააახლოვოს მეცნიერებასთან.“ – განაცხადა ნინო ოკრიბელაშვილმა.
დამსწრე საზოგადოებას, ასევე, სიტყვით მიმართა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, ესეების კონკურსის ჟიურის წევრმა – ანა ხარანაულმა, რომელმაც განაცხადა: „დარწმუნებული ვარ, იმ მოსწავლეებმა, რომლებიც ამ კონკურსში ჩაერთნენ, ბევრი რამ შეიტყვეს გელათის აკადემიის, როგორც ქართული თვითმყოფადი კულტურის სიმბოლოს თაობაზე.“
ესეების კონკურსში საპრიზო ადგილის მფლობელები გახდნენ:
გიორგი კვეკვესკირი (ქ. თბილისის 120-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე) და გურამ გოლიაძე (ქ. ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე).

ესეების კონკურსის გამარჯვებულებსა და მონაწილეებს სერტიფიკატები, სხვადასხვა პრიზი და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში