2022 წლის 21 მაისს ევროპის აკადემიის თბილისის ჰაბმა პროექტის „გელათის აკადემია – მეცნიერებისა და განათლების უძველესი კერა ქრისტიანულ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის” ფარგლებში – ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ამ უნივერსიტეტის ქრისტიანული აღმოსავლეთის კვლევის ცენტრის თანამონაწილეობით – გამართა მორიგი სამუშაო შეხვედრა.
ეს იყო გელათის პროექტის საინიციატივო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გელათის შესახებ ორენოვან სამაგიდო წიგნზე სამუშაოდ. ამჯერად ბატონმა გიორგი ჭეიშვილმა განსახილველად წარმოადგინა მომავალი წიგნისთვის სტატია „ქართველი ბაგრატიონები – ახალი კონსტანტინენი“.
საინიციატივო ჯგუფმა მოხსენება განიხილა და მოიწონა, რამდენიმე დეტალი დაზუსტდა. გადაწყდა, რომ ჯგუფის მომავალ შეხვედრაზე თავიანთ ნაწილებს წარმოადგენენ ხელოვნებათმცოდნეები.


